Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნუკრი ქანთარიამ დაიჭირა ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა - ორი მსახიობის სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია
ambebi.ge
15 November 2017, 20:20
მათი სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობებს არ მალავდნენ, ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არასდროს ულაპარაკიათ. ეს მათი პირველი ერთობლივი ინტერვიუა, პირველ დიდ სიყვარულზე, სცენაზე "დატყუებულ" პირველ კოცნაზე, ფანჯრებთან ნამღერ სერენადებზე, სიგიჟეებზე...

მსახიობები მაიკო ვაწაძე და ანდრია გველესიანი მათი სიყვარულის ამბავს პირველად "გზის" მკითხველს უამბობენ.

მაიკო:
- ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. სასწავლებლის წინ გოგონები ვიდექით. ანდრია შენობიდან რომ გამოვიდა, შეაფასეს, რა კარგი ბიჭიაო. ზურგით ვიდექი და რომ შევხედე, უეცრად არ მომეწონა, გაკვირვებულმა ვიკითხე, - ეს /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); არის კარგი ბიჭი-მეთქი? მხოლოდ მე გავაკრიტიკე.
ანდრია:

- ბოლოს ყველაზე მეტად შენ მოგეწონე.
- მეგობრობის პერიოდში, ერთმანეთს პირად ამბებზე, თაყვანისმ­ცემლებზე ელაპარაკებოდით?
მაიკო:
- რასაც საჭიროდ ვთვლიდით, იმაზე ვლაპარაკობდით. ამ მხრივ, ორივე მაინც მოზომილები ვიყავით.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო? როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში განცდა, რომელსაც უკვე მეგობრობა აღარ ერქვა?
ანდრია:
- პირველ კურსზე ვიყავით, როცა სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" ვითამაშეთ. სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულებს ვთამაშობდით. რადგან მაიკოს მიმართ სიმპათია სულ მქონდა, ამ როლის თამაში არ გამჭირვებია.
მაიკო:
- თავს ყველაზე კომფორტულად ანდრიასთან თამაშის დროს ვგრძნობდი. თითქმის სულ საერთო სცენები გვქონდა.
ანდრია:
- სხვათა შორის, პირველი კოცნაც მაგ დროს გამოვტყუე.
მაიკო:
- ამას ჰგონია, რომ გამომტყუა. უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ანდრია:
- მშვენივრად გამომივიდა.
მაიკო:
- შემდეგ რომეოსა და ჯულიეტას როლები ვითამაშეთ. მალევე, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადასაღებად დამამტკიცეს. ამ ფილმში კოცნის სცენა იყო, ბიჭს ვეძებდით. ვიფიქრე, რაღა სხვას ვაკოცო, ანდრიას წავიყვან-მეთქი და ასე გავხდით პარტნიორები.
ანდრია:
- ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა. მესამე კურსზე ჩეხოვის "თოლია" ვითამაშეთ. მე ტრიგორინი ვიყავი, მაიკო - ნინა ზარეჩნაია. ძირითადი სასიყვარულო ხაზი ჩვენზე გადიოდა. ამ სპექტაკლზე მუშაობისას, ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. ერთი სცენა იყო, სადაც მაიკო იატაკზე იწვა, ხელში უნდა ამეყვანა და კულისებში გამეყვანა. რეჟისორის ასისტენტმა მკითხა, ხელში აყვანას და კულისებში გაყვანას შეძლებო? - კულისებში კი არა, სახლშიც წავიყვან-მეთქი. ერთი ინტიმური სცენა გვქონდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს ეპიზოდი არ გამოგვდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მეტად ამ სცენამ გაამართლა. ჩვენში ეს დიდი სიყვარული ამ სპექტაკლის დროს დაიბადა... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი